მეტროსადგურები მუშაობას დღეს 14:00 საათიდან განაახლებენ

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურები დღეს 14:00 საათიდან მუშაობას განაახლებენ. გადაწყვეტილება მემანქანეებმა შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
როგორც “ერთობა 2013”-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება მიღწეულია, მეტროპოლიტენი დღეს, 14:00 საათიდან ამუშავდება.
მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრები და ეტაპობრივად მოხდება პრობლემის მოგვარება.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, ორშაბათიდან ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ევროკავშირის გახლეჩვას არ ვაპირებთ” – რატომ ჩაფრინდა პუტინი ავსტრიაში
შემდეგი სტატია“ეს გახლავთ ოკუპაციის რეალური სახის გამოვლინება,”-ქეტევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე საუბრობს