მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ჟურალისტია

მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში.
ამ დროისთვის, გიორგი საკარული “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, განახლებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ დროისთვის მგზავრები ევაკუირებულები არიან.

banner
წინა სტატიაშიგანახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა, ოთხი თვის წინ გაიხსნა
შემდეგი სტატიავარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა