მეტროს სადგურ „სამგორში“ 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

მეტროს სადგურ „სამგორში“ 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.მამაკაცი მეტროს ვაგონში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ბაქანზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამ დროისთვის სამგორის მეტროს ბაქანზე მატარებელი არ ჩერდება, ვინაიდან ადგილზე ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება და მამაკაცს გადაასვენებენ, სამგორის მეტროში მატარებელი ჩვეულებრივ გაჩერდება. ეს დაახლოებით ერთ საათში მოხდება”, – აცხადებენ მეტროს პრესსამსახურში.

მამაკაცი შვილთან ერთად მგზავრობდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიააშშ-ი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას