მეტროს გაფიცვის პერიოდში თბილისში ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

„გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ავტობუსების არსებულ ნაკადებს დაემატება რეზერვები.

„მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებსა და კანონზე მაღლა. დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზიანონ დედაქალაქი და დედაქალაქის მოსახლეობა”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ დავუშვებ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟის გამო – კალაძე მეტროს მემანქანეებს პასუხობს
შემდეგი სტატიამუქარის შემცველი გზავნილები – მოძრაობის „ნუ მომკლავ!“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა