მეტრო აფხაზეთში–ახალ ათონს და სოხუმს ერთმანეთთან მეტრო დააკავშირებს

ახალ აფონს და სოხუმს ერთმანეთთან მეტრო დააკავშირებს

1014290888აფხაზეთში პირველი მეტროპოლიტენის ხაზი გაჩნდა, რომელიც ახალ აფონს და სოხუმს დააკავშირებს ერთმანეთთან.
მეტროპოლიტენის ხაზი 21 კმ-ია და მას აფხაზეთში პირველად გაიყვანენ, ამბობს Апсныметропроект-ის გენერალური დირექტორი ელკან აგბა.
აგბას თქმით, ორიექტის უნიკალურობა იმაში გამიხატება, რომ ის უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა, რაც თავის მხრივ მშევებლობის ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს.
„პირველი სადგურისთვის ახალი აფონის გამოქვაბულის პავილიონს გამოვიყენებთ. პროექტი „მეტრო „ახალი აფონი-სოხუმი“ მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურას მოიცავს. იმისათვის, რომ ის იაფი დაჯდეს, მოქმედი მიწისზედა რკინიგზის რელსები იქნება გამოყენებული“ – თქვა აგბამ.
ჯერჯერობით პროექტის ღირებულება არ დასახელებულა. მისმა ავტორემბა განაცხადეს, რომ „ახალი აფონი-სოხუმის“ მშენებლობისთვის გამოყენებული იქნება ტექნოლოგიები, რაც უკვე გამოიყენეს გზის „ადლერი-რკასნაია პალიანასთვის“ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის თამაშებისთვის გასაყვანად.

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშიაფხაზი პოლიტოლოგი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიარუსი მაშველები რიწაში დაღუპულის სამძებრო სამუშაოებს შეუერთდნენ