მეტი აქტივობა და ნაკლები ხარჯები ცოტა რთულია, თუმცა მოგვიწევს – ვიქტორ დილიძე

მეტი აქტივობა და ნაკლები ხარჯები ცოტა რთულია, თუმცა მოგვიწევს, რადგა ფეხი უნდა ავუწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების სირთულეებს, – – ასეთი კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ რესტურქტურიზაციისა და ხარჯების თემის კომენტირებისას.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, უშუალოდ მის უწყებაში კადრების შემცირების საკითხი ჯერ არ დგას, თუმცა შიდა რესტრუქტურიზაცია უკვე განხორციელდა.

“შიდა რესტრუქტურიზაცია განხორციელდა. ერთი მოადგილე აწ უკვე ნა-ტოსა და ე.წ. სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურებს. მეორე მოადგილე – ევროკავშირისა და დახმარების სამსახურებს. ვფიქრობ, უფრო სწორია, რომ იყოს გაერთიანებული, ისევე როგორც მესამე მოადგილე ფარავს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციულ სამსახურებს. დანარჩენი, მადლობა ღმერთს, ჯერ ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობა არ არის.ბევრი კარგი პროფესიონალი მუშაობს ჩვენს სამსახურში. თუმცა, რა თქმა უნდა, ქამრები ჩვენც შემოვიჭირეთ,როგორც ყველა სამინისტრომ, მათ შორის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეტი საქმე, მეტი აქტივობა, ნაკლები ხარჯები ცოტა რთული გასაკეთებელია, თუმცა მოგვიწევს, რადგან ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების სირთულეებს, რადგან სხვა გზა არ გვაქვს”,-აღნიშნა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი გიორგი გასვიანს: თქვენი საქმე ჩემს პირად კონტროლზეა აყვანილი
შემდეგი სტატიამთავარი საფრთხეა, ხელისუფლება არ ეცადოს ძალაუფლების კონსოლიდაციას საკონსტიტუციო ცვლილებების გზით – ელენე ხოშტარია