მესტიაში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

მკვლელობა მესტიაში – 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, მესტიის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფილტვისა და გულის არეში ჩაარტყეს.

როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, დამნაშავე ადგილობრივი მკვიდრია, რომლის ვინაობაც სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია და მიმდინარეობა მისი სამძებრო ღონისძიებები.

დაპირისპირება ადგილობრივებს შორის დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი კი მესტიის საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.

წყარო: rustavi2.ge

banner
წინა სტატიაშილენტეხში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება
შემდეგი სტატია“მე ვერ ვხედავ, რა დააშავა წულუკიანმა ამისთანა, რომ ამხელა ამბები წავიდა”- რევაზ არველაძე