მესიმ თმები ქერად შეიღება

მესიმ თმები ქერად შეიღება

მესი“ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იმიჯი შეიცვალა და თმები ქერად შეიღება – ფოტო “ინსტაგრამში” მესის მეუღლემ ანტონელა როკუცომ გამოაქვეყნა.

ევრო-2016-ის შემდეგ მესიმ განაცხადა, რომ ის საერთაშორისო საფეხბურთო კარიერას ასრულებს. არგენტინის ნაკრების რამდენიმე მოთამაშემ იგივე სურვილი გამოთქვა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ და სხვებმა მესს გუნდში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ფეხბურთელს და მის მამას 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გადასახადებისაგან თავის არიდების გამო. მესი ვერდიქტს ესპანეთის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ქუჩა გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები
შემდეგი სტატია(video) ყარამანიშვილები:ბრძოლა სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო