მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ

სჰედიუყტამ წუთებში დაძაბული ვითარებაა ტყიბულში. მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ. როგორც ცნობილია მეშახტეებმა კომპანია საქნახშირის მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დახიეს. ადგილზე გამოძახებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
უკვე რამდენიმე დღეა ტყიბულის მაღაროს მეშახტეები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს აცხადებს. დღეს საღამოს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები გაფიცულებთან უშედეგოდ დასრულდა.

კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” ინფორმაციით, გაფიცულმა მაღაროელებმა კერძო საკუთრება ვანდალურად დაარბიეს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ამ დროისთვის უკიდურესად დაიძაბა ვითარება ტყიბულში. კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი” ჯგუფის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა.

“საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი ” მოუწოდებს ყველას, დარჩეს კანონის ფარგლებში და მიმართვას სამართალდამცველებს მოახდინონდ დროული და შესაბამისი რეაგირება.

ჯი-აი-ჯი ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას, რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video)რატომ ურეკავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლის ექვემდებარება