მერსედეს ბენცის ფეშენ ვიკი თბილიში 5 მაისიდან აიღებს სტარტს. ქართველი დიზაინერები კოლექციებს უკვე ამზადებენ.
თითქმის დასრულებულია მუშაობა კვირეულზე გასატანი ტანსაცმლის კოლექციაზე, თუმცა ჯერ ისევ იკერება ფეხსაცმელები.
დიზაინერის სავიზიტო ბარათი – ორიგინალური ფეხსაცმელი კოლექციის მთავარი სიურპრიზი იქნება, რომელსაც ჩვენებამდე, მოდელებისა და ხელოსნების გარდა, ვერავინ ნახავს.
მოდის სფეროს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მერსედეს ბენცი მოდის კვირეული 5 დან 9 მაისის ჩათვლით თბილისში სხვადასხვა ლოკაციებს მოიცავს.