მერკელმა თავისი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთულ გამოცდაზე ისაუბრა

Financial Times - მერკელი წლის ადამიანი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე ემიგრაციული კრიზისი მისი მმართველობის ათი წლის მანძილზე ყველაზე რთული გამოცდა იყო – ამის შესახებ მან ტელეარხ ARD-ს განუცხადა. ამასთანავე, ის თვლის, რომ ზომები, რომელიც მან მიიღო მიგრანტებთან დაკავშირებით, არის სწრორი.

“დღევანდელი მომენტისთვის საემიგრაციო კრიზისი ყველაზე რთული გამოცდა იყო ჩემთვის ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის ათი წლის მანძილზე, მაგრამ სანამ კანცლერი ვარ, მე ვწყვეტ იმ პრობლემებს, რომელის წინაშეც ქვეყანა დგას. ამასთანავე, ამისათვის საუკეთესო გზა არის გერმანიის ინტერესებისა და სიმშვიდის დაცვა” – განაცხადა კანცლერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მას “გეგმა ბე” არ გააჩნია კრიზისის დასაძლევად და ხაზი გაუსვა იმას, რომ მიმდინარე პრობლემების გადაჭრას დრო სჭირდება. “ეს რთული გზაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში” – განაცხადა კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშიირანში არჩევნების შედეგებით პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და მისმა მოკავშირებმა უმრავლესობა მოიპოვეს ექსპერტთა საბჭოში
შემდეგი სტატიამაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათები შეუნარჩუნდებათ