მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სირიაში მიმდინარე დაბომბვებისგან შოკირებულია

მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სირიაში მიმდინარე დაბომბვებისგან შოკირებულია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შოკირებულია იმ ადამიანების ტანჯით, რომლებიც სირიაში რუსეთის ავიადაბომბვების შედეგად დაზარალდნენ.
“უკანასკნელი დღეების მანძილზე ჩვენ არა მხოლოს შოკირებული ვიყავით, ჩვენ თავს საშინლად ვგრძნობდით იმის გამო, რომ ათობით ათასი ადამიანმა გადაიტანა დაბომბვები, პირველ რიგში რუსეთის მხრიდან” – განაცხადა მერკელმა თურქეთის პრემიერთან ერთად გაკეთებულ პრეს-კონფერენციაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტის ყველა მხარემ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია უნდა დაიცვას, რომელიც სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას ეხება.
“უშიშროების საბჭო ითხოვს, რომ ყველა მხარემ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშბიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე ავიადარტყმები” – დაამატა კანცლერმა.
რუსეთი სირიაში ავიადარტყმებს გასული წლის 30 სექტემბრიდან ანხორციელებს.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია
შემდეგი სტატიაპესკოვმა მერკელის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა