გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ფორმატ “დიდ რვიანს” დაუბრუნდნენ რუსეთის მონაწილეობით. “ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო”, ამიტომ გადაწყვეტილება, უმსხვილესი ინდუსტრიული სახელმწიფოების სიიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ სწორი იყო – 6 ივნისს ბერლინში ბუნდესტაგის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას თქვა. მერკელმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საკითხებზე ინტენსიური დიალოგის აუცილებლობას, მათ შორის რუსეთთან. “მე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვემხრობი, მაგრამ იმ უთანხმოებების გათვალისწინებით, რაც გვაქვს” – თქვა მერკელმა – “დოიჩე ველე” წერს.