(video) მერკელმა ერდოღანის კრიტიკის გამო ბუნდესტაგს ტაში დაუკრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ოვაციებით შეხვდა ბუნდესტაგის თავმჯდომარის ნორბერტ ლამერტის გამოსვლას გუშინ, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ერდორანი გააკრიტიკა Focus-Online-ი წერს.
“ყველამ, ვინც ცდილობს, კანონმდებლებზე ზეგავლენა მუქარის ძალით მოახდინოს, უნდა იცოდეს, რომ ამით მთელ პარლამენტს უგზავნის გამოწვევას”- განაცხადა ბუნდესტაგის წარმომადგენელმა მორიგი სხდომის გახსნისას.
მან პირობა დადო, რომ პარლამენტი შემოსულ მუქარებს აუცილებლად უპასუხებს. “ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, ასევე დემოკრატიულად არჩეულ თურქული წარმოშობის ბუნდესტაგის დეპუტეტებს გამოიყენებდა იმისათვის რომ მათ “გაფუჭებულს სისხლზე” ელაპარაკა” – თქვა ლამერტმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ბუნდესტაგის ექვსმა პარლამენტარმა, რომლებიც წარმოშობით თურქები არიან, მუქარის წერილები მიიღეს თურქი ინტერნეტ-მომხმარებლებისაგან. თურქეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ დაამატა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის თურქი წარმოშობის დეპუტეტებს, რომლემბაც ხმა მისცეს სომხების გენოციდის აღიარებას, “გაფუჭებული სისხლი” აქვთ.

https://youtu.be/9VF1g2m-pcs

 

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: სასამართლო დამოუკიდებელია და ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობს