გერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილები

გერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილები

გერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილებიგერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუკი მათი საკუთარ ქვეყანაში გადეპორტება ვერ მოხერხდება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის უწყების ხელმძღვანელმა პერეტ ალტმაიერმა განაცხადა “ბილდთან” ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ალტმაიერის თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან. ლტოლვილ-დამნაშავეს “გაადეპორტებენ არა საკუთარ ქვეყანაში, თუკი იქ ვთქვათ, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, არამედ იმ ქვეყანაში, საიდანაც ის მოვიდა” – დააკონკრეტა უწყების ხელმღვანელმა.
მისი თქმით, 2015 წლიდან დაახლოებით 50 ათასმა ლტოლვილმა დატოვა გერმანია საკუთარი ნებით, ან გადეპორტებულ იქნა “მათ ცხადად აგრძნობინეს, რომ აქ წარმატების არანაირი შანსი არა აქვთ” – თქვა მან. გერმანიის მთავრობა “ალჟირელებს, ტუნისელებს და მაროკოელებს ერთმნიშვნელოვან სიგნალს მიაწვდის, რომ აზრი არა აქვს მათ გერმანიაში მოსვლას” – ხაზი გაუსვა ალტმაიერმა.
მისივე მონაცემებით, თურქეთიდან მომსვლელი მიგრანტების რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, 60%-ით შემცირდა.

banner
წინა სტატიაშიტანზანიაში ბრაკონიერებმა ბრიტანელი პილოტი მოკლეს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს