მერკელი: რუსეთის მიერ გაეროს რეზოლუციის დაბლოკვა სამარცხვინოა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კრემლი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებას ეხებოდა, დაბლოკა.
მერკელის თქმით, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ქიმიური შეტევა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიერ იყო ინიცირებული, ისევე, როგორც მას შემდეგ მომხდარი საავადმყოფოს დაბომბვა, სადაც დაშავებულებს დახმარებას უწევდნენ. მერკელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ “ეს ბარბაროსული შეტევა” დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ. ქიმიური იარაღის გამოყენება – ეს დანაშაულია” – განაცხადა მერკელმა.

სამშაბათს სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე დაშავდა.
დღეს აშშ-მ, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ქიმიურ შეტევაზე შური იძია და სირიის სამთავრობო ავიაცია 59 რაკეტით დაბომბა.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტის წევრები საპარლამენტო დებატებს არ ესწრებიან
შემდეგი სტატიათურქეთმა აშშ-ს ავიადარტყმები დადებითად შეაფასა