მერკელი მოსკოვში ვიზიტისთვის ემზადება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2 მაისს მოსკოვში ჩავა – რუსეთის დედაქალაქში მყოფმა ბავარიის პრემიერ-მინისტრმა ხორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.
ზეეჰოფერი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც ის ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ბავარიის მინისტრი მოსკოვში ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრებს. “მე არ მინდა ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობდე, სადაც მხარეები ერთმანეთს სანქციებს უწესებენ” – გუშინ მიუნჰენში ყოფნისას განაცხადა ზეეჰოფერმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო შემოღებული სანქციების “ნებისმიერ ფასად გაუქმება” შეუძლებელია და რომ “რუსებმაც უნდა მოინდომონ საკუთარი წვლილის შეტანა” – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიაში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტანტებმა ფინანსთა სამინისტროს შენობა დაიკავეს
შემდეგი სტატიადეისბურგში შეიარაღებულმა მამაკაცმა ბანკში მძევლები აიყვანა