მერკელი: მიუნხენმა “საშინელი ღამე” გადაიტანა

მერკელი: მიუნხენმა

7გერმანიის უშიშროების სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოება და თავისუფლება დაიცვან – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
“მიუნხენის მოსახლეობამ საშინელი ღამე გადაიტა” – აღნიშნა კანცლერმა.
“ჩვენ ყველანი – მე ფედერალური ხელისუფლების სახელით ვსაუბრობ – დამძიმებული გულით ვწუხვართ იმათ გამო, რომლებიც ვერასდროს დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს” – განაცხადა მერკელმა და უშიშროების სამსხურებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.

გამოძიების ვერსიით, მიუნხენის თავდამსხმელი ფსიქიკური ავადმყოფი იყო – ამის შესახებ დღეს პროკურორმა ტომას შტაინკრაუს-კოხმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა – წერს “დოიჩე ველე”. პროკურორმა განაცხადა, რომ 18 წლის გერმანელი, ირანული წარმოშობის, რომელიც გუშინდელ თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილია, ექიმთან იყო აღრიცხვაზე.
მან თავდასხმისას ცხრა კალიბრის რევოლვერი გამოიყენა, მის ზურგჩანთაში 300 პატრონა იპოვეს. ის სკოლის მოსწავლე იყო. მისი ოთახის ჩხრეკისას, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ბევრი მასალა იპოვეს, სადაც ერთი ადამიანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე იყო ინფორმაციები.
პოლიცია ავრცელებს, რომ მას აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს “თავშესაფრისმაძიებელთა თემასთან”. ასევე, არ იქნა ნაპოვნი არანაირი მტკიცებულება, რომ ის “ისლამურ სახელმწიფოსთან” იყო კავშირში.
სამართალდამცველები თვლიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცზე დიდი გავლენა იქონია ანდერს ბრეივიკმა, რომელმაც ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მიუნჰენის თავდასხმისას დაიღუპა 9 ადამიანი, 27 დაიჭრა, აქედან 10 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა 2000-ზე მეტი ორგანიზაცია დახურა
შემდეგი სტატიატერაქტი ქაბულში – 29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული