მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილებაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებთ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. რეორგანიზაციის მიზეზი ქრთამის აღების ფაქტზე ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომლის დაკავებაა.

„როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ექსპლუატაციის განყოფილებაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება თავად ფაქტს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს.

ამასთან, მოვუწოდებთ თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, პირადი ინტერესებისთვის ნუ გამოიყენებენ უწყების სახელს და ნუ შელახავენ მერიის და თანამშრომლების რეპუტაციას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივანო მაჭავარიანი: ელისაშვილი რასაც საუბრობს, ამას რეალური საფუძველი აქვს
შემდეგი სტატიადედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე დაიხარჯება