მერიის განცხადება: 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორს და აღსაზრდელებს უფლებამოსილება შეუჩერდათ

თბილისის მერიის 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,გვინდა, გამოვეხმაუროთ ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია.
ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის.

თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.
მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სილამაზის სალონები გაძარცვეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული კოლეგიათა თავმჯდომარეობის მსურველ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს