მერიასთან, აქციის დროს დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ

თბილისის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 13-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდება. სასამართლო პროცესი კი 1 მარტამდე გადაიდო.

ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამამართლებელი ვიდეოჩანაწარები და მოსამართლეს საქმეზე დართვა სთხოვეს, ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარეს კი მოსამართლემ დაავალა მტკიცებულების სახით წარმოედგინათ სამკერდე კამერების ჩანაწერები, რაც ბრალდების მხარეს დღეს არ აღმოაჩნდა.მოსამართლემ სხდომა 2017 წლის 1-ელი მარტისთვის გადადო, იქამდე კი ყველა დაკავებულის ხელწერილით გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძე მაღალი რისკის მქონე პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში იმყოფება
შემდეგი სტატიაპასუხი ციხიდან – მამა გიორგი მამალაძე ადასტურებს, რომ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ პატრიარქს ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია