ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

meriaბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ის 6 326 495 ლარად გაიყიდა. მერიის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ. უწყების ცნობით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

“17:00 საათზე დასრულდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილატვიაში ფალოსის ფორმის ჩვილის ბოთლები იყიდება
შემდეგი სტატიაოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დღეს გამართულ აუქციონზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა” შეისყიდა