მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დედაქალაქის მერია კი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერია დაზარალებულებს სახლის სრულ რეაბილიტაციამდე ალტერნატიულ ფართით უზრუნველყოფით დაეხმარება.

დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დედაქალაქის მერია კი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერია დაზარალებულებს სახლის სრულ რეაბილიტაციამდე ალტერნატიულ ფართით უზრუნველყოფით დაეხმარება.  "როგორც ცნობილია, დღეს, ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ მასალას, კერძოდ კი საკომუნიკაციო მილებს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძრის შედეგად, გარდა სამშენებლო მასალისა, დაზიანდა უშუალოდ სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე შენობის (აბესაძის 21-ის) სახურავის მცირე ნაწილი და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლის (აბესაძის 20-ის) ხის აივანი, ფასადები.  დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული თავშესაფრით უზრუნველყოფს თბილისის მერია, მისი შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით.ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად.სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და თბილისის მერია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს,"-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დედაქალაქის მერია კი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერია დაზარალებულებს სახლის სრულ რეაბილიტაციამდე ალტერნატიულ ფართით უზრუნველყოფით დაეხმარება.

“როგორც ცნობილია, დღეს, ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ მასალას, კერძოდ კი საკომუნიკაციო მილებს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძრის შედეგად, გარდა სამშენებლო მასალისა, დაზიანდა უშუალოდ სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე შენობის (აბესაძის 21-ის) სახურავის მცირე ნაწილი და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლის (აბესაძის 20-ის) ხის აივანი, ფასადები.

დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული თავშესაფრით უზრუნველყოფს თბილისის მერია, მისი შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით.ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად.სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და თბილისის მერია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს,”-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის კანცელარიასთან “გაზპრომის” წინააღმდეგ,აქცია-კონცერტი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგერმანულ ბორნჰაიმი მიგრანტებს აუზზე სიარული აუკრძალეს