“მერაბიშვილზე როგორც შემოგვიტრიალდა, ისევე შემოგვიტრიალდება სააკაშვილზეც”- გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა „დიალოგში“ ყოფილი ხელიუფლების მაღალჩიონსნების მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, არაპროფესიონალურად წარმოებული საქმეების გამო, მოქმედმა ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ახლა მსხვერპლად და დაზარალებულადაა მიჩნეული.

დღეს ვანო მერაბიშვილი არის სტრასბურგის მიერ დაზარალებულად ცნობილი. როდესაც იმ დაპირისპირებაში ვიყავით, წარმოვიდგენდით, რომ რამდენიმე წელიწადში მერაბიშვილზე ჩვენ ევროპა მოგვიტრიალებდა და გვეტყოდა, რომ ეს კაცი რატომ არის დაზარალებული?! ვამბობდი მერაბიშვილზე, რომ ცუდად დაგვიბრუნდება, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, დღეს, არავის არ მოუთხოვია პასუხი არავისთვის იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აბსურდზე, რომ ვანო მერაბიშვილი არის მსხვერპლი“ , – განაცხადა მარგველაშვილმა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/iberiatv/videos/1765571816840502/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ხამისქურში