მერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა სტრასბურგში – ოთარ კახიძე პროცესზე დასასწრებად გაემგზავრა

დავით კოდუა, ლაურა ღაჭავა, ვანო მერაბიშვილი - მათემატიკის ინსტიტუტის შავი ჭირი!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირ მოსმენაზე დასასწრებად დღეს გამთენიისას სტრასბურგში მისი ადვოკატი, ოთო კახიძე გაემგზავრა.

სასამართლო სხდომაზე მხარეები საკუთარ პოზიციებს წარმოადგენენ, დაცვის მიერ დოკუმენტაციაში არის უჩა ნანუაშვილის ჩვენებაც, რომელიც ვანო მერაბიშვილის მონახულებას ეხება. ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეს ხვალ განიხილავს, საუბარია მერაბიშვილის ციხის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე.

პროცესი ხვალ დასრულდება, თუმცა დიდი პალატა როდის გამოიტანს გადაწყვეტილებას უცნობია.

„8 მარტს დიდი პალატის ზეპირი მოსმენა გაიმართება, სასამართლო მთელ საქმეს განიხილავს თავიდან ბოლომდე და დაადგენს დაირღვა თუ არა ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, უჩა ნანუაშვილი, როგორც სახალხო დამცველი მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შემდგომ შეხვდა ბრალდებულს, გაესაუბრა, მიიღო მისგან ინფორმაცია, შეასრულა სახალხო დამცველის მოვალეობა, ამასთანდ აკავშრებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რაც წარვადგინეთ სასამართლოში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის იმდენად ძვირი ინსტიტუტი, რომ დაფინანსების მოპოვება გაჭირდეს-არჩილ თალაკვაძე მედია ომბუდსმენის შექმნაზე საუბრობს
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო – აშშ-ს მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები