მერაბ ტურავა : საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მაშინ ავირჩევთ, როცა ყველა მოსამართლე მზად იქნება

მისი თქმით, კენჭისყრა დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა თუ პლენუმის წევრი ყველა მოსამართლე მზად იქნებოდა.

,,კანონი ითვალისწინებს ორკვირიან ვადას კანდიდატურების დასახელებისთვის, მაგრამ თუ მოსამართლეები ჩამოყალიბდებოდნენ ერთ დღეში, ორ დღეში, რა თქმა უნდა დღეს კენჭისყრა გაიმართებოდა. მოსამართლეთა ნაწილმა განაცხადა, რომ მათ კიდევ სჭირდებოდათ დრო, რომ კანდიდატურაზე ჩამოყალიბებულიყვნენ. ერთი მოსამართლეც რომ დაკლებოდა, ჩვენ არ ჩავატარებდით კენჭისყრის პროცედურებს იმიტომ, რომ ყველა მოსამართლემ უნდა მიიღოს მონაწილეობა კანდიდატურების დასახელების პროცესში”, – ამბობს მერაბ ტურავა.

შეგახსენებთ ,საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე დღეს ვერ აირჩიეს. პლენუმის კვორუმი არ შედგა. ამის მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეთა ნაწილი თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევას მაინც გეგმავდა. ნაწილმა კი მოფიქრებისთვის, ორკვირიანი ვადა გამოიყენა და სხდომას არ დაესწრო.

დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადნენ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში მომხდარი აფეთქებისას ათამდე ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი 8 ოქტომბერს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს