მერაბ ტურავა : ამის შესახებ მეც ტელევიზიით გავიგე, ჩემზე ზეწოლა არ ხორციელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა არ ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპაუაშვილმა 21 ივლისს, მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე გააკეთა განცხადება.

“ამის შესახებ მეც ტელევიზიით გავიგე. პირადად ჩემზე არ ხორციელდება ზეწოლა, ყველა მოსამართლე თავის აზრს გამოხატავს”,- აღნიშნა ტურავამ.

მოსამართლეები კონსტანტინე ვარძელაშვილი და ქეთევან ერემაძე კი აცხადებენ, რომ იმაზე მეტ განმარტებას ვერ გააკეთებენ, ვიდრე ამის თაობაზე გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა.

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა კი კომენტარი მედიასთან არ გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე გახმაურებულ საქმეებზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს. პაპუაშვილმა აქვე დააკონკრეტა, რომ ზეწოლა არ ეხება იმ საქმეებს, რომლებზეც მოსამართლეებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო ე.წ კაბელების საქმის არსებით განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი თურქეთის მოქმედებებს აპროტესტებს