მერაბ მეტრეველი პოლიტიკურ გაერთიანებას “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ტოვებს

მერაბ მეტრეველი პოლიტიკურ გაერთიანებას “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ტოვებს. ამის შესახებ მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად, პაატა ბურჭულაძესთან ერთად ისაუბრა.

“ბატონი მერაბ მეტრეველი ტოვებს ჩვენს პარტიას. ჩვენ გვქონდა უკვე ამაზე საუბარი, ჩვენ ვიცით მიზეზი, თვითონაც მოგახსენებთ. ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა იმ გაწეული მუშაობისთვის, რაც მან ჩაატარა ჩვენთან ერთად“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მერაბ მეტრეველის თქმით, პარტიიდან წასვლის მიზეზი რამდენიმე დღის წინ შექმნილი გაერთიანებაა.

“არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია, ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე მინდა ვუსურვო წარმატება ამ პარტიას და ვუსურვო გამარჯვება არჩევნებში“ – აღნიშნა მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაში(video) ექსკლუზივი: “ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხაში 2016 წლის საპრალამენტო არჩევნების გაყალბება დაიწყო
შემდეგი სტატიაელისო კილაძემ დაპირებული სკანდალური კადრები გაასაჯაროა (ვიდეო)