მერაბ მეტრეველი: ის აღიარებს, რომ არის ქვეყნის არაფორმალურ მმართველი

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრმა, მერაბ მეტრეველმა, ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ “ყოფილი პრემიერის მთავარი პრობლემა კრიტიკოსებში მტრების დანახვაა”.

ამის შესახებ მერაბ მეტრეველმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„მისი პრობლემაა, რომ კრიტიკოსს აღიქვამს მტრად. მინდა, ვუთხრა, რომ მისი მტრები ის ადამიანები არიან, ვინც ილია ჭავჭავაძეს ადარებენ. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი პროცესს აღიქვამს პირადად მასზე დაკავშირებულად და მასზე თავდასხმად. ამით კი ის აღიარებს, რომ არის ქვეყნის არაფორმალურ მმართველი,“ – აცხადებს მერაბ მეტრეველი.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ თავის მთავარ კოზირს, ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებში აქტიურად გამოიყენებს”
შემდეგი სტატიაფილმების „როცა აყვავადა ნუში“ და „ჩარი რამას“ გმირი თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა