მექსიკაში ავტობუსის მგზავრებმა მზარცველები სიკვდილამდე ცემეს

მექსიკაში სამი მამაკაცი შეეცადა მგზავრები გაეძარცვა სამგზავრო ავტობუსში, თუმცა, უშედეგოდ – Hoy Estado წერს. ორი ბოროტმოქმედი დაიღუპა, მესამე კი დაკავებულია.
ინციდენტი გუშინ, 12 ივნისს მოხდა, ადგილობირივი დროით 12 საათზე, ავტობუსში, რომელიც პაჩუკადან მეხიკოში მიდიოდა. შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა ავტობუსი გააჩერეს და მგზავრებს ფულის და ფასიანი ნივთების მათთვის გადაცემა უბრძანეს.
ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა, სიტუაციის დასაძაბავად, ჰაერში გაისროლა, თუმცა, ასხლეტილი ტყვია მის თანამზრახველს მოხვდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მგზავრები, დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაესხა ბოროტმოქმედებს. ერთი ცემაში გარდაიცვალა და ერთი დაშავებულია. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ის დააკაეს.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ქუთაისში პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატია”არ ვაპირებთ კომპანიაში შესვლას ცეცხლით, მახვილით და ტერორით”- ქიბარ ხალვაში ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება