“მემარცხენე ალიანსს” მიაჩნია, რომ საქართველოში უსაფრთხოების საკითხები უნდა გამკაცრდეს

„მემარცხენე ალიანსი“ ბელგიელ ხალხს და მთავრობას გუშინ, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების გამო, სამძიმარს უცხადებს.

“მემარცხენე ალიანსს” მიაჩნია, რომ უსაფრთხოების საკითხები საქართველოში უნდა გაძლიერდეს და გამკაცრდეს. “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივან პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები, რომ უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ კონტროლზე იყოს აყვანილი. “რამდენიმე თვის წინ, ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას, რომ სასწრაფო ღონისძიებები გაეტარებინა: უნდა გახორციელდეს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის კორექტირება, რომელიც საღ და ობიექტურ ანალიზსაა მოკლებული; ასევე, აუცილებელია, ქვეყანაში უსაფრთხიოების ერთიანი კოლეგიალური მმართველობითი სტრუქტურის შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინიტრი უხელმძღვანელებს, რითაც დამთავრდება ჯერ კიდევ არსებული დაპირისპირება უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მმართვის საბჭოებს შორის; აუცილებელია სუს-ის დაქვემდებარებაში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გადაცემა, რითაც შეიქმნება უსაფრთხოების ერთიანი, მწყობრი სისტემა; სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუქმებული უშიშროების აკადემის აღდგენა უნდა მოხდეს, სადაც დასაქმდენბიან სააკაშვილის მმართველობის დროს სამსახურებიდან უსამართლოდ გაყრილი პროფესიონალი კადრები. ეს საკითხები აუცილებელია გადაწყდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მოსლოდნელი საფრთვეებისგან დაცული იყოს”,- განაცხადა ჯიბლაძემ “პირველ პრესკლუბში”.

banner
წინა სტატიაში“საბერძნეთის სასამართლომ მიუთითა, ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნა”
შემდეგი სტატია“კადრების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის”