მეხუთე წიგნი გოგოზე დრაკონის ტატუთი 2017 წელს გამოვა

მეხუთე წიგნი გოგოზე, რომელსაც დრაკონის ტატუ ჰქონდა, 2017 წლის 7 სექტემბერს 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. “მილენიუმის” სერიის დეტექტივს ისევ დავიდ ლაგერკრანცი წერს – ნათქვამია პრეს-რელიზში. მეოთხე წიგნს ერქვა “გოგონა, რომელიც აბლაბუდაში გაიხლართა”.
“ახლახანს წავიკითხე რომანის ხელნაწერი. ეს შესანიშნავია – ისევ დავიდ ლაგერკრანცთან მუშაობა” – გამომცემლობა Norstedts-ის წარმომადგენელი ევა გედინი ამბობს. მისი თქმით, ახალი რომანი მთელ მსოფლიოში ერთნაირად გაიყიდება, როგორც წინა რომანის შემთხვევაში.
დრაკონის ტატუს მქონე გოგოზე პირველი ტრილოგია სტინგ ლარსონმა შექმნა. ის ისე გარდაიცვალა, რომ მესამე წიგნი დაუმთავრებელი დარჩა. მესამე წიგნი დაასრულა და სერია განაგრძო დავიდ ლაგერკრანცმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია.

banner
წინა სტატიაშიბობ დილანს შვედეთში 2017 წელს ელოდებიან
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: აქ იქნება მწვავე პოლემიკაც და დებატებიც და მოგიწოდებთ შეეგუოთ ამ აზრს