“მეხუთე არხმა” მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც თითქოსდა სანქტ-პეტერბურგის მეტროში დატოვა ბომბი

“მეხუთე არხმა” მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც თითქოსდა სანქტ-პეტერბურგის მეტროში დატოვა ბომბი, რომელიც არ აფეთქებულა.
ადრე გავრცელდა პირველი ეჭვმიტანილის ფოტო. ორივეზე ძებნაა გამოცხადებული. ამავე დროს, „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და თქვა, რომ ის მომხდართან არაფერ შუაშია.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით, დღევანდელ ტერაქტში, რომელიც პეტერბურგის მეტროში მოხდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა და 50-მდე დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

banner
წინა სტატიაშიასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება
შემდეგი სტატია(Video) ვლადიმერ პუტინმა მეტროსადგურის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო