მეხიკოში საწვავის ფასის გაზრდის გამო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება

მექსიკის დედაქალაქში ათასობით დემონსტრანტმა ბენზინზე ფასის 20%-იანი მატება გააპროტესტა. საწვავზე ფასი 1 იანვრიდან გაიზარდა. მექსიკის მთელ რიგ რაიონებში საპროტესტო მსვლელობები შეტაკებებში გადაიზარდა, რომლის დროსაც მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელი დღეების მანძილზე გაიქურდა ასობით მაღაზია და ბენზოგასამართი სადგურები, 1500-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.
ქვეყნის პრეზიდენტმა ენრიკე ნეტომ ქვეყნის მცხოვრებლებს მოუწოდა გაგებით მოეკიდონ საწვავზე ფასის გაზრდას.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმში სატვირთომ ხალხი გაიტანა
შემდეგი სტატიათავდასხმა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორზე არის ძალიან საგანგაშო მოვლენა-ელენე ხოშტარია