მეიმ ევროკავშირს ბალკანეთში რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ ევროკავშირს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან “დეზინფორმაციულ კამპანიას” წინ აღუდგნენ. მეიმ მაგალითად ჩერნოგორიამოიყვანა. ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების წინაშე გამოსვლისას, მეიმ თქვა, რომ რეგიონის არასტაბილურობა ევროკავშირის კოლექტიურ უსაფრთხოებას ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს ჩერნოგორიის პროკურორმა მილივოე კატნიჩმა რუსეთის სპეცსამსახურებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას ს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა
შემდეგი სტატიასეული: პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა