მსოფლიოში არ არსებობს მარადიული მეგობარი ქვეყანა, მეგობარი ქვეყანაა ის, რომელიც შენს წართმეულ ტერიტორიას მოგიტანს და დაგიბრუნებს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
მისი თქმით, “მოსახლეობა უნდა იყოს პროცესების მთავარი წამმართველი და არა აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი სამხრეთი და სხვა.
“რომ ვეძებთ მეგობარს ხან თურქეთში; ატლანტიკის მიღმა; რუსეთში – მსოფლიოში არ არსებობს მარადიული მეგობარი ქვეყანა. მეგობარი ქვეყანაა ის, რომელიც შენს წართმეულ ტერიტორიას მოგიტანს და დაგიბრუნებს. ასეთი ქვეყანა არ ვიცი”.