მეგის ქარდავას ექსტრადირებამდე, მის საქმეებზე სასამართლო სხდომები შესაძლოა, აღარ გაიმართოს

მეგის ქარდავას ექსტრადირებამდე, მის საქმეებზე სასამართლო სხდომები შესაძლოა, აღარ გაიმართოს. ამის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდებულის გარეშე სხდომის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.

დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც მეგის ქარდავას წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული, მისი პოზიცია საქართველოში სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.

ადვოკატის განმარტებით, სწორედ საპროცესო კოდექსით იხელმძღვანელა დახურულ სხდომაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ და მეგის ქარდავას საქმეზე სხდომა გადადო. ქარდავას ადვოკატი მიიჩნევს, რომ ასე იქნება სხვა საქმეებზეც.

„დღევანდელი მდგომარეობით, ის თავს არ არიდებს პროცესს, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მის გარეშე სხდომის გამართვის უფლება სასამართლოს არ აქვს“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი თბილისის საკრებულოს ტოვებს
შემდეგი სტატიაონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა, არ მგონია ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს – ბესელია