მეგის ქარდავას დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა – გიორგი გოგაძე

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის თქმით, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მისივე თქმით, ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა შესაბამისი მოთხოვნა უკვე არსებობს.

“მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეა დაკავებული. ცნობილია დამნაშავედ მძიმე დანაშაულებების ჩადენაში. ექსტრადაციის ვადებზე შეუძლებელია წინასწარ გათვლა, თუ როდის მოხდება მისი ექსტრადირება. დაველოდებით და აქტიურად ვითანამშრომლებთ უკრიანულ მხარესთან, რომ არა მხოლოდ მეგის ქარდავა, არამედ ყველა წარსდგეს ქართული მართლსამჯულების წინაშე”, -განაცხადა გიორგი გოგაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის პოზიცია შესაძლო გათავისუფლების შესახებ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი – ადვოკატი მსჯავრდებულს დღეს შეხვდება
შემდეგი სტატიასტრასბურგში მორიგი მარცხის შემთხვევაში ხელისუფლებამ, შესაძლოა, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი გამოიყენოს- კახიძე