მეგის ქარდავა არ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელთან, მეგის ქარდავასთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს, არც პარტიული და არც პირადი კუთხით.

“მეგის ქარდავასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დამისვეს კითხვა. გეტყვით, რომ პირადად არ ვიცნობ ამ პიროვნებას, ის არ არის ჩვენი პარტიის წევრი, არასდროს არ ჰქონია მას ჩვენს პარტიასთან შეხება. რაც შეეხება მის დევნას, ვიცი მასთან დაკავშირებული ინფორმაციები პრესიდან, მედიიდან. ზოგადად, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წამოყენებული არც ერთი ბრალდება არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ვინაიდან როგორც წესი ამ ბრალდებების უკან დგანან რუსეთის აგენტები, ჯაშუშები, ძალიან საეჭვო კავშირებისა და წარსულის მქონე ადამიანები“, – განაცხადა ზაზა ბილილაშვილმა

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები – ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიაოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ამის აღიარება ხელისუფლებას მოუწევს