(ნაწილი მეორე) დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!„თაიმერი“ აგრძელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზიოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილთან ინტერვიუს. ინტერვიუ ეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს, ეს არის სკანდალი იმ კულუარული მოძრაობებისა, რასაც ადგილი აქვს უნივერსიტეტში:
_ გარედან ყველაფერი ისე ჩანს თითქოს აქციის მონაწილეებს და მათ მომხრეებს ტექნიკური უნივერსიტეტის ბედი აღელვებთ. ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ამ ყველაფერს თავს შეწირავს და სიცოცხლეს არ დაიშურებს, ეს არის ბატონი ზაზა მიქაძე, რომელიც ამ დილით გადაყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში. რამდენიმე დღით ადრე ბატონი ზაზას მოხუც დედას დაემართა ინსულტი და როცა მას უთხრეს მომხდარის შესახებ, შიმშილობის აქცია არ შეწყვიტა მოტივით, უნივერსიტეტში რაც ხდება ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანიაო. როცა ეს გავიგე (უღრელიძემ მითხრა) ძალიან მეწყინა, როგორ შეიძლება შვილმა დედაზე ასე თქვას-მეთქი ვკითხე და იცით რა მიპასუხა? ზაზას დედას ტელევიზიიდან გაუგია ზაზა რომ შიმშილობს და ინსულტი იმიტომ დაემართაო. უღერელიძემ ჩემი კითხვა – როგორ, დედამ ვერ შენიშნა შვილი რომ სახლში არ დადის? – უპასუხოდ დატოვა. ანუ, რა მინდა ამით ვთქვა, ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვთ – „მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, რევოლუცია თუ ითხოვს ამას!“ აი, ეს მოშიმშილე დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში და შუადღით გამოწერეს, სტაბილურია მდგომარეობაო. არ დაგავიწყდეთ, ზაზა მიქაძე ოთხი თუ ხუთი დღე წყალსაც არ სვამდა!
უღრელიძის თქმით, მან დაზუსტებით იცის რომ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა რექტორობის კანდიდატ გოდერძი (გელა) ტყეშელაშვილს, იყარე კენჭი რექტორობაზეო და „ამიტომ უჭერს მხარს გელას“, იგივე უღრელიძის თქმით, „გელას ბიძინასთან სატელეფონო კავშირი ჰქონდა ამ თემაზე, მაგრამ ამ ბოლო დროს გელამ მითხრა რომ მის ზარებს ბიძინა არ პასუხობს“. ეს არის „გამარჯვებისაკენ“ ტყულის გზით სიარული, ისევე როგორც მტკნარი სიცრუეა დავით წიქარიშვილის ჩემთან ნათქვამი, თითქოს მისი მოენე არის კახი კალაძე და კალაძე აწვდის მას ინფორმაციებს. ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ ტყუილზე აგებული ამ „წერტილოვანი დარტყმებით“ ვარ მოხიბლული!
„სიმართლის მოყვარული“ და „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ რამდენიმეკაციანი „პირადი შემადგენლობა“ ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, შიმშილობს ნოდარ უღრელიძე და მისი შვილის ნათლია მარიკა სორდია, გოდერძი ტყეშელაშვილს მხარს უჭერს მისი შვილი, აუდიტორია 115-ის აქტივისტი, შიმშილობს უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი ფირან კობიაშვილი, ამ აქციის ორგანიზატორია კობიაშვილის ახლო ნათესავი წიქარიშვილი, აქციებს „ამაგრებს“ უღრელიძის ცოლი და მისი ქმრის მონაყოლი, რომელიც მე თქვენთან განვაცხადე ჩემ ნაბოდვარად შეაფასა, ეს იმ დროს, როცა უღრელიძემ „მაესტროს“ ტელეკამერასთან დაადასტურა ტყუილი რომ არაფერი მითქვამს. მშვენიერი ოჯახური იდილიაა, არა? მეტიც, გუშინ უღრელიძემ დამისვა „ჩამჭრელი“ კითხვა – შენ, დარეჯან, პოლიციაში მუშაობდი? მე არ ვმუშაობდი პოლიციაში, მაგრამ აი, ძალიან მაინტერესებს პროფესორი, რომელიც ლექციებს უკითხავს ათასობით სტუდენტს, რას ასწავლის მათ? პოლიციაში მუშაობა სირცხვილია? მაინტერესებს რატომ უნდა ყოფილიყო ჩემთვის პოლიციაში მუშაობა სირცხვილი, ხოლო უღრელიძის „ნაპარნიკის“, ფირან კობიაშვილის ძმის კუდ-ში მუშაობა საამაყო? უღრელიძემ არ იყო რომ ჩაუგდო კობიაშვილს დისერტაციის დაცვა და უღრელიძე არაა რომ გაჰკივის კობიაშვილმა დისერტაცია მისი კუდ-ელი ძმის დახმარებით დაიცვაო? მაინტერესებს, ამ „სიმართლის მოყვარულ“ უღრელიძეს რატომ ეამაყება დათა ახალაიას ნათესავთან ერთად შიმშილობა (ის მხოლოდ ერთი დღე შიმშილობდა) და კგბ-ს გენერალ მინდია სალუქვაძესთან მეგობრობა? საინტერესოა არა?

IMG_9327 IMG_9549
_ შეურაცხყოფა მომაყენაო დაწერე ფეისბუქში.
_ კი, შემაგინა და ძალიან სამწუხაროა, რომ არ მომცეს საშუალება მისთვის საკადრისი პასუხი გამეცა. ის აუცილებლად მიიღებს ჩემგან დამსახურებულ პასუხს და არავინ დაუკავშიროს ჩემი პასუხი უნივერსიტეტს, ვაფრთხილებ ყველას!!
_ მოშიმშილეები გასაგებია რომ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებენ, მაგრამ ხომ მოდიან აქ მათი მხარდამჭერები.
_ მე მათ მხარდამჭერებს არ ვიცნობ, მაგრამ უღრელიძის ცოლი რომ ადმინისტრაციულში ზის და ქმარს ზურგს „უმაგრებს“ ეს ვიცი. ის, ენერგეტიკის და კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე ლაბორანტის პოზიციას იკავებს, როგორც მითხრეს სამსახურში არ დადის და ძალიან მაინტერესებს რატომ არავინ აყენებს ამ ქალის პასუხისმგებლობის საკითხს?!
_ სამსახურიდან რომ გაათავისუფლონ, ეს არ იქნება გაგებული სწორად.
_ ჰოდა, მუდმივ შანტაჟში უნდა ვიცხოვროთ არა? აქ ხომ საქმე ეხება არა ცალკეულ პირებს, არამედ უნივერსიტეტს? ადამიანები გამოდიან და ამბობენ რომ თურმე არაფერი გაკეთებულა უნივერსიტეტში, ეს იმ დროს როცა, „გეპეის“ აქვს რამდენიმე ისეთი ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არა აქვს ამიერკავკასიაში. არაფერს ვიტყვი კრიმინალისტიკის ლაბორატორიაზე, აგრარული ფაკულტეტის აუხლესი ტექნიკით აღჭურვილ ახლადაშენებულ კორპუსზე, რომელიც მალე გაიხსნება და ა.შ. მოშიმშილეები იცით რას გვდებენ ბრალად? თურმე მათ არ მოწონთ საუნივერსიტეტო კომპიუტერული ცენტრი, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია, ცენტრი ორი ნაწილისაგან შედგება ერთი ორასადგილიანია, მეორე სამასადგილიანი, ეს უკანასკნელი უნიკალური და ერთადერთია ამიერკავკასიაში.
_ საინტერესოა…
_ კი, ძალიან! ასევე ძალიან საინტერესოა გოდერძი ტყეშელაშვილის პოზიცია, რომელიც აცხადებს რომ აკადემიურ საბჭოს არ ჰქონდა უფლება აერჩია რექტორი. მინდა დავსვა მარტივი კითხვა – თუ გოდერძი ტყეშელაშვილი თვლიდა რომ აკადემურ საბჭოს არ ჰქონდა რექტორის არჩევის უფლება, თავად რატომ შემოიტანა საბუთები? ვთქვათ საბჭოს დაეჭირა მისთვის მხარი, რა გამოდის არალეგიტიმური რექტორობა უნდოდა? ასევე მაინტერესებს ქუჩურად რატომ „იბრძვის“ დღეს?! ტყეშელაშვილს ქართული მართლმსაჯულება არ მოსწონს და უღრელიძეს ქართული პოლიცია? მაპატიეთ ჟარგონისთვის და თუ „სხადნიაკის“ მომხრეები არიან, თავი დაანებონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და სადმე „ჩაიცუცქონ“. სამწუხაროა, რომ მათ მსგავსი მენტალობა ჰქონიათ და მრავალი წელია სტუდენტებთან აქვთ შეხება, ასე როგორ ფუთავდნენ თავის მენტალობას, ყოჩაღ მათ!

IMG_9558IMG_9422
_  ტელევიზიით მოვისმინე თქვენი განცხადება …
_ დიახ და ფეისბუქში სასწრაფოდ შექმნეს გვერდი სახელწოდებით სტუ-ს სტუდენტური მოძრაობა, სადაც ჩემი კომენტარი დადეს მინაწერით: „დარეჯან მეფარიშვილი, ქალი რომელიც წინააღმდეგია “სანზონელი” და “გლდანელი” სტუდენტების საღი აზრის დაფიქსირების… ავტონომია უნივერსიტეტს !!! გული მერევა ამ ქალზე სტუდენტებს რეებს აბრალებს,რამხელა მარაზმია, ესეთმა ხალხმა უნდა დატოვონ უნივერსიტეტი!!“
უნივერსიტეტის ავტონომიას თურმე დარეჯან მეფარიშვილი უშლის ხელს, ეს იმ დროს, როცა „გულარეულების“ ერთ-ერთი ლიდერი რატი ადეიშვილი ტელეკომპანია ჯიდიესის პირდაპირ ეთერში აცხადებს: „მე დავაფიქსირე რამდენიმეჯერ ჩემი აზრი და ვთქვი კონკრეტულად, ანუ სამართლებრივი თვალსაზრისით არჩილ ფრანგიშვილი არის მართალი, ეს ყველგან ვთქვი მე, რადგან კანონის დარღვევა არ ყოფილა“… კითხვა მაქვს: თუ კანონი არ დარღვეულა, მაშინ რას აპროტესტებს ეს ხალხი? რატომ აცხადებს რექტორობის ყოფილი კანდიდატი, რომ რექტორი არალეგიტიმურია?! უღრელიძე არ მალავს კონსულტაციებს „დიდ იურისტთან“ ზაქარია ქუცნაშვილთან გადის და დავიჯერო ზაქარიას „დარიგება“ რატი ადეიშვილს არ გადასცეს? მადლობის მეტს არაფერს იმსახურებს ამ სიმართლისთვის რატი ადეიშვილი, რომელმაც გუშინ გამართულ აქციაზეც ძალიან გულწრფელად განაცხადა რომ აქციაზე მასთან ერთად მისი ძმა და ძმის მეგობრები არიან. როგორც მითხრეს ეს ბავშვები მეთორმეტე კლასელები არიან. მე ვფიქრობ აქ კომენტარი ზედმეტია, ისევე როგორც „გულარეულების“ პოზიციაზე. მე თავად დავინახე ამ აქციის ერთ-ერთი აქტიური მმართველი, ვასილ ხუციშვილი, კაფეში როგორ მასპინძლობდა გუშინ აქციაზე გამოსულ ადამიანთა ჯგუფს, ჩემმა თანამშრომელმა მოისმინა მათი საუბარი, როგორ არიგებდა ჭკუას ახლადგაცნობილ ბავშვებს (გაცნობის სადღეგრძელოც დალიეს) რა უნდა გაეკეთებინათ აქციაზე, როგორ მოეწყოთ საჭიროების შემთხვევაში პროვოკაცია. გუშინ აქციაზე გამოსულ უნივერსიტეტის სტუდენტებს ე.წ. სამართლიანობის მაძიებელთა მხრიდან დაუპირისპირდნენ არასტუდენტები, რომლებიც გლდანის და სან-ზონის საერთო საცხოვრებლებიდან ყავდათ მოყვანილი და ისინი რამდენიმე სტუდენტმა (მეზობლები ყოფილან) იცნეს! აი, რატომ ერევათ მავანთ გული დარეჯან მეფარიშვილის ხსენებაზე!! აქ არის კიდევ ერთი მომენტი: ორიოდ დღის წინ პირდაპირ ეთერში უღრელიძემ განაცხადა, რომ მოშიმშილეები მზად იყვნენ აქცია შეეწყვიტათ, მაგრამ ეს გადაიფიქრეს მას შემდეგ რაც 1000-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი შეიკრიბა. უღრელიძის ამ განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოდის მათი ადვოკატის და აქციის ორგანიზატორის პოზიცია, წიქარისვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის კატეგორიულად წინააღდეგია აქციის შეწყვეტის. იურისტებმა იციან ეს რას ნიშნავს, არაიურისტებისათვის კი განვმარტავ, რომ მსგავსი დაპირისპირება დასაცავსა და დამცველს შორის აცილების საფუძველია, წესით აქციის მონაწილე უნდა გამიჯვნოდა აქციის ორგანიზატორს, რომელიც იქამდე არ აპირებს აქციის დაშლას, ვიდრე მის ნათესავს, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის ძმას და უღრელიძის თქმით, გაუნათლებელ ფირან კობიაშვილს, უნივერსიტეტში არ დაასაქმებს. აქვე ვიტყვი, რომ წიქარიშვილი არ შიმშილობს და როგორც ჩანს, მისთვის სულერთია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ შიმშილობს ასევე რექტორობის ყოფილი კანდიდატი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოშიმშილეთა თვალწინ მიირთმევს საკვებს. მოკლედ, „გენერლებმა“ სასიკვდილოდ გაიმეტეს „ჯარისკაცები“!
_ ითქვა რომ ისინი არ შიმშილობენ.
_ საქართველოს უახლესი ისტორიიდან მრავალი შიმშილობის აქცია შეიძლება გავიხსენოთ. თქვენ ვერ დამისახელებთ თუნდაც ერთ აქციას, როცა მოშიმშილეები ტოვებენ, ასე ვთქვათ, დისლოკაციის ადგილს, მიდიან სადღაც 2-3 საათით, თქვენ დამისახელებთ სხვა შემთხვევას? მე არ მახსენდება. ასეთ ვითარებაში, რატომ ეკრძალება ვინმეს გამოთქვას ვარაუდი და ეჭვქვეშ დააყენოს შიმშილობის აქცია? მითუმეტეს, რომ აქციის მონაწილეები ანალიზების აღების სასტიკი წინააღმდეგნი არიან…
გაგრძელება იქნება

 

დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიამე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!