მედვედევმა “თურქული აგრესიის” საპასუხოდ ზომების შემუშავების შესახებ განკარგულება გასცა

რუსეთის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობას განკარგულება გასცა თურქული აგრესიის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში შეიმუშაონ საპასუხო ზომები.
“ეს, ცხადია, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის აქტია თურქეთის, როგორც მეზობლის და როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის მიერ” – განაცხადა მედვედევმა დღეს, მინისტრთა კაბინეტის სხდომის გახსნაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები დაწესდება თურქეთში საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც გაურკვეველი ვადით გაიყინება. მედვედევმა მინისტრთა კაბინეტს ორი დღე მისცა თურქეთის წინააღმდეგ ზომების შესამუშავებლად.

რუსეთი თურქეთს სანქციებს სირიის ტერიტორიაზე ავიაგამანადგურებელ სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით უწესებს. თურქეთის მხარის თქმით, ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო საზღვარი დაარღვია. გადარჩენილი რუსი პილოტი აცხადება, რომ მათ თურქეთ-სირიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

banner
წინა სტატიაში“ჩემს მეგობარზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ”- ირაკლი შოთაძე ფარცხალაძეზე
შემდეგი სტატია„საქართველოს, რა თქმა უნდა, ემუქრება ტერორიზმი პირდაპირ თუ ირიბად”