მედვედევი: რუსეთის ბიუჯეტი შემცირდა

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებსრუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სამინისტროებს დაავალა მოამზადონ გეგმა ბიუჯეტის შემცირების შესახებ, განსაკუთრებით კი სახელმწიფო აპარატში.
“ვნახავთ, რისი შემცირება შეგვიძლია, ამასთანავე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ და არა ისე, როგორც ეს რამდენიმე ხნის წინ გავაკეთეთ. უნდა გადავწყვიტოთ, რა პროექტებზე უნდა ვთქვათ უარი, ან გადავდოთ სამომავლოდ” – განაცხადა მედვედევმა.

ადრე მედიამ გაავრცელა, რომ 2016 წელს ბიუჯეტის შემცირება 10%-ით მოუწევთ რუსეთში.
სამინისტროებმა ხარჯების შემცირების ახალი გეგმა დღეს უნდა წარადგინონ.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი ამერიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა