მედვედევი: რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს

მედვედევი: რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს

6 (1)რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის და ყველგან დაიცავს ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარი თანამოქალაქეების ინტერესებს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვა საზღვარგარეთ.. იქნება ეს დედების უფლებების დაცვა, რომელთაც ადგილობრივი ხელისულფლება შვლებს ართმევს, თუ რუსული სკოლების ძალადობრივად უცხო სასწავლო ენაზე გადაყვანა, ან ჩვენი მოქალაქეების უსამართლოდ დასჯა სხვა ქვეყნებში” – განაცახდა მედვედევმა ფორმუზე “რუსეთის ერთობაში” .

მან თანამემამულეებს მიმართა და განაცხადა: “ჩვენ თქვენს უფლებებს და ინტერესებს დავიცავთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაგიცავთ დისკრიმინაციისა და შეზღუდვებისგან ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ხელისუფლების მხრიდან… რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხალხი დავიცვათ, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ისტორია და კულტურა. მინდა, რომ ყოველ წუთს გრძნობდეთ, რომ თქვენს უკან რუსეთი დგას, რომელიც მარტო არ დაგტოვებთ” – განაცხადა ფორუმზე რუსეთის პრემიერმა

banner
წინა სტატიაშიფინეთის თავდაცვის ძალების უფროსი საქართველოში იმყოფება
შემდეგი სტატიადაკავებულია მამაკაცი, რომელიც ობამას მოკვლას აპირებდა