ქვემო ფონიჭალაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა, რომელიც წუხელ გარდაიცვალა, კლინიკა „მედ ჯორჯიაში“ შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტს ჰოსპიტალიზაციის დროს ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.
„პაციენტი მოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწქვეშა ფოსოში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობით, სისხლის დანაკარგით. სისხლდენა გრძელდებოდა მოყვანის დროსაც. ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა „მედ ჯორჯიას“ ექიმმა ნავოლისი ქობულიამ.
ქვემო ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში დაპირისპირება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.