მედიის ინფორმაციით, შვედეთში სპეცოპერაციისას დაკავებულთა შორის ქართველებიც არიან

შვედეთში სპეცოპერაციისას დაკავებულთა შორის ქართველებიც არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შვედეთის პოლიციის ცნობით, შვედეთში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 53 ადამიანი დააკავა.
ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ხელყუმბარები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები და მოპარული ნივთები.
გამოძიების ინფორმაციით, დაპატიმრებულთა ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობს. მათი უმრავლესობა ბალკანეთის რესპუბლიკებიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან არის.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაკავებულები ქალაქ უფსალასა და სტოკჰოლმს შორის გადაადგილდებოდნენ. მათ სხვადასხვა დანაშაულში სდებენ ბრალს. მათ შორის არის მკვლელობა, თაღლითობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ფულის გამოძალვა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომ-ბაკურიანის გზაზე, ე.წ. “კუკუშკა“ რელსებიდან გადავიდა
შემდეგი სტატია2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება – კვირიკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროკურორს შეხვდა