მედიაზე ზეწოლის ნაწილში მე სერიოზულ საბაბს ვერ ვხედავ – გიორგი გახარია ევროპარლამენტარების შეშფოთებას პასუხობს

პრემიერმინისტრის პოზიციას მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარების ღია წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში არ ერევა.

ეკონომიკის მინისტრი ევროპარლამენტარების შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს.

„მედიაზე ზეწოლის ნაწილში მე სერიოზულ საბაბს ვერ ვხედავ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ როგორც ჩანს. ვფიქრობ, რომ საკითხი არის აბსოლუტურად პოლიტიზირებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად წყნარად, მშვიდად გავართვათ ამ პრობლემას თავი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატია„პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტში გაგზავნილი ინფორმაცია სიცრუეა“ – ხატია დეკანოიძე