მედიამ ოდესაში ბერეზოვსკის იახტა აღმოაჩინა

მედიამ ოდესაში ბერეზოვსკის იახტა აღმოაჩინა

5ოდესის პორტში შევიდა იახტა, რომელიც ადრე მილიარდელ ბორის ბერეზოვსკის ეკუთვნოდა -ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც აღნიშნავენ, იახტა, რომელსაც Lady K ქვია, ხშირად სტუმრობს ოდესის პორტს. მისი სიგრძე 50 მეტრია, სიგანე 8 მეტრზე მეტი. სიჩქარე 19 კვანძი, მაქსიმალური – 30. იახტა სენტ-ვინსენტის და გრენადინების დროშის ქვეშ დაცურავს. Lady K დაცვის ქვეშ იმყოფება, უშიშროების სამსახურები მის გადაღებას კრძალავენ.

2013 წელს გავრცელდა, რომ იახტა, რომელსაც მაშინ Thunder B ერქვა, ხორვატმა იყიდა.
Thunder B, 1998 წელს ავსტრალიის Oceanfast-ში ააგეს. მას 5 კაიუტა აქვს და 10 ადამიანს იტევს.

რუსი მილიარდელი ბორის ბერეზოვსკი 2013 წლის 23 მარტს დაიღუპა. მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა ტრამპს პუტინის ქება-დიდებაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების და “რუსთავი 2”-ის საქმე – ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს