მედიაჰოლდინგი „იმედი“ „მაესტროსა“ და GDS -ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მედიაჰოლდინგი “იმედი“ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და GDS -ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მედიაჰოლდინგი “იმედი“ მოხარულია გაცნობოთ , რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტრო“ გახდება ჰოლდინგ „იმედის“ შემადგენელი ნაწილი.

ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი „იმედი“ ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ , სატელევიზიო არხებს, რომლებიც მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: ნუ ტიპობენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამი ტელევიზია გადადის ხელისუფლების ხელში