მედიაჰოლდინგ Fox -ის ლონდონის ოფისში ჩხრეკა დაიწყო

ევროკომისია მედია-ჰოლდინგ Twenty-First Century Fox-ის ლონდონის ოფისში ჩხრეკას ატარებს – “Daily Telegraph”-ზე დაყრდნობით CNBC ავრცელებს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მიმდინარე მომენტში ჩხრეკის მიზეზები არ სახელდება. ასევე, აღნიშნავენ, რომ ჩხრეკა, სავარაუდოდ, ოთხშაბათს და დიდი ალბათობით, ხუთშაბათსაც გაგრძელდება. აღსანიშნავია ის, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს მედიაჰოლდინგ Fox-ის მიერ ტელეარხ Sky-ის მიერთების ფონზე. ადრე გავრცელდა, რომ ამ შეთანხმებაზე ბრიტანელ რეგულატორებს თანხმობა არ მიუციათ.

banner
წინა სტატიაშისირიაში ავიადარტყმების სამიზნეები დასახელდა
შემდეგი სტატიააშშ-ში შესაძლებელია იმ მკვლელობისთვის მოგისაჯონ, რომელიც თქვენ არ ჩაგიდენიათ