მედია თურქული თვითმფრინავების მიერ ერაყის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

მედია თურქული თვითმფრინავების მიერ ერაყის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

მედია თურქული თვითმფრინავების მიერ ერაყის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციასთურქულმა ავიაგამანადგურებლებმა ერაყის მთავრობისგან ნებართვის გარეშე საჰაერო საზღვარი დაარღვია და ერაყის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო – ამის შესახებ ერაყული სააგენტო Fars ავრცელებს ინფორმაციას.
ავიათავდასხმა ალ-იმადიას რაიონში მოხდა, რომელიც პროვინცია დახუკში მდებარეობს. “თვითმხილვილების თქმით, ავიადარტყმები ნახევარ საათზე მეტი ხანი გაგრძელდა. თვითმფრინავები ქურთების მუშათა პარტიის პოზიციებს ბომბავდნენ” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი შეტევა თურქულმა თვითმფრინევებმა 8 დეკემბერს განახორციელეს ერაყის ქურდისტანის კანდილის ტერიტორიაზე – განაცხადა 8 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბმა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნატოს სთხოვა, გამოიყენოს თავისი “მოარლური ავტორიტეტი” და თურქეთი აიძულოს ქვეყნიდან სამხედროები გაიყვანოს.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ქვეყანაში უნებართვოდ შესვლა აგრესიად შეაფასა.
ანკარამ გუშინ განაცხადა, რომ ის ერაყიდან ჯარის გამოყვანას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: მთავარი სფერო, სადაც გამოწვევები შეინიშნება, არის სასამართლო
შემდეგი სტატიაომბუდსმენს შეწყალების საქმეში კორუფიციის ფაქტზებზე არაფერი სმენია